05.მაისი.2016 11:31
ეკონომიკა

შეიარაღებული ძალების ახალი რეზერვის ბიუჯეტი თავდაცვის უწყების ხარჯების დაახლოებით 10% იქნება

შეიარაღებული ძალების ახალი რეზერვის ბიუჯეტი თავდაცვის უწყების ხარჯების დაახლოებით 10% იქნება
შეიარაღებული ძალების ახალი რეზერვის ბიუჯეტი თავდაცვის უწყების ხარჯების დაახლოებით 10% იქნება. როგორც „ბიზნესკონტაქტს“ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა გიორგი თავდგირიძემ განუცხადა, მსოფლიოში მიღებულია, რომ რეზერვისთვის სამხედრო ბიუჯეტის 10-12% იხარჯება და საქართველოს თავდაცვის უწყებასაც სავარაუდოდ, ამ მოცულობის ხარჯები ექნება.
 
საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის მიხედვით, სამი ტიპის რეზერვის ჩამოყალიბებაა გათვალისწინებული - არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების.

გიორგი თავდგირიძის ინფორმაციით, 2017 წლიდან მხოლოდ საპილოტე პროგრამის ამოქმედება იგეგმება, რაც დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაჯდება.

როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველი განმარტავს, არმიის რეზერვისთვის კანდიდატურა უკვე აღრიცხულია და ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც შეიარაღებულ ძალებში უკვე იმსახურეს.

"არმიის რეზერვი იმაზე დიდი არ იქნება, ვიდრე შეიარაღებული ძალების დღევანდელი რიცხოვნობაა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება გენერალურ შტაბზე - ახალი კანონმდებლობის შემდეგ რა რაოდენობის სავალდებულო რეზერვი დასჭირდება. ჩვენი დღევანდელი გათვლებით ამ მიმართულებით ხარჯები ორ ათეულ მილიონ ლარზე მეტი არ იქნება. ეს არ არის ის თანხები, რაზეც შეიძლება გული დაგვწყდეს", - განაცხადა თავდგირიძემ.

რაც შეეხება ტერიტორიულ რეზერვს, გიორგი თავდგირიძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით დაახლოებით 35 მილიონი ლარის მობილიზებაა საჭირო, რაც 15 000 კაციან კონტინგენტს გაწვდება. სპეციალისტების რეზერვის სავარაუდო ხარჯები კი ჯერ უცნობია, რადგან აქ უწყება საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა დეფიციტური პროფესიის კადრებს დაასაქმებს, რომელთა ანაზღაურება კონკრეტული შტატის სარგოს გაუტოლდება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის თანახმად, არმიის რეზერვში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში დათხოვნილი პირები და ოფიცრები მოიაზრებიან, ტერიტორიულ რეზერვში - საკონტრაქტო სამსახურიდან დათხოვნილი პირები და ოფიცრები იმ შემთხვვაშიც, თუ დათხოვნიდან 5 წელზე მეტია გასული, ასევე აქვეა გათვალისწინებული სამხედრო გამოცდილების არმქონე პირები. სპეციალისტების რეზერვში კი სხვადასხვა დეფიციტური პროფესიის კადრები ჩაირიცხებიან.

გარდა ამისა, გიორგი თავდგირიძის ინფორმაციით, არმიის რეზერვს სავალდებულო ხასიათი ექნება, რაც შეეხება დანარჩენ ორ მიმართულებას, ამ მხრივ მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

შეიარაღებული ძალების ახალი რეზერვის კონცეფციის დამტკიცებას პარლამენტის ნდობა ჭირდება. თავდაცვის უწყება საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტს სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე გადაუგზავნის.

რაც შეეხება ბიუჯეტს, 2017 წლის ფინანსურ მონაცემებზე, შეიარაღებული ძალების ახალი რეზერვის გათვალისწინებით, თავდაცვის უწყებამ ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციები უკვე დაიწყო.
ავტორი: დავით ჯალაღონია

17.ივლისი.2019 18:36
0

ტურიზმის სექტორის რა რეკომენდაციები გაითვალისწინა მთავრობამ?- მინისტრის განმარტება

ვრცლად
17.ივლისი.2019 18:20
98

მთავრობის ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას კიდევ ერთი პუნქტი ემატება

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:47
107

ნათია თურნავა ლავროვს პასუხობს -„ამ განცხადების პათოსი არახალია“

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:29
151

"საქართველოს ეკონომიკა გაძეძგილია რუსული კომპანიებით"

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:11
185

"არ შეიძლება, ტურიზმი ქვეყნის განვითარების მთავარი დარგი იყოს"

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:03
123

კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება

ვრცლად