19.ივნისი.2019 22:35
ეკონომიკა

შეცვალა თუ არა მომხმარებელთა ქცევა თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულმა რეგულაციებმა?-კვლევის შედეგები

შეცვალა თუ არა მომხმარებელთა ქცევა თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულმა რეგულაციებმა?-კვლევის შედეგები
2018 წლის 1 სექტემბრიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, თამბაქოს ნაწარმის დახლებზე ხილულად განთავსება აიკრძალა. იქონია თუ არა ამ შეზღუდვამ გავლენა მწეველების ქცევაზე და შემცირდა თუ არა თამბაქოს რეალიზაცია, ამ საკითხებზე კვლევა „IPM მარკეტ ინტელიჯენს კავკასუსმა“ ჩაატარა, რომლის შედეგებიც bm.ge-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

IPM-მა თბილისში 18-დან 65 წლის მწეველი და არამწეველი მოსახლეობა გამოკითხა და ჯამში, 600 პირისპირი ინტერვიუ ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში გაიტესტა BAT-ს მიერ მოწოდებული სიგარეტების პროდუქციით შევსებული ვიზუალურად განსხვავებული სამი სტენდი.

„კვლევის შედეგად, სტენდების შეფასებისას მიღებულ მონაცემებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლინდა. შესაბამისად, ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულმა სტენდებმა არ მოახდინა გავლენა საქონლის, იდეის და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებაზე“, - ნათქვამია კვლევაში.

გამოკითხულთა ყველაზე დიდი რაოდენობა 47% აცხადებს, რომ დღეში საშუალოდ 16-20 ღერ სიგარეტს მოიხმარს, 36%-სთვის ეს მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 5-15 ღერია.

რაც შეეხება უშუალოდ რეგულაციის გავლენით, მომხმარებლის ქცევას, კვლევამ აჩვენა, რომ რეგულაციების შედეგად მწეველების სამომხმარებლო ქცევა არ შეცვლილა - ასე აცხადებს გამოკითხულთა დიდი ნაწილი -77%.

რაც შეეხება მათ, ვინც რეგულაციის გავლენით, თამბაქოს მოხმარება შეამცირა, ასეთი გამოკითხულთაგან 21%-ია.

ამ ცვლილებების განმაპირობებლად კი, 2 მიზეზი დასახელდა: პირველი ეს არის ფასის გაძვირება; მეორე კი, გარკვეულ და უმეტეს ადგილებში მოწევის აკრძალვა.

კვლევის ძირითადი დასკვნები, ასეთია: 300 გამოკითხული მწეველიდან 69% არის თავისი ბრენდის ლოიალური მომხმარებელი და აცხადებს, რომ ის სიგარეტი, რომელსაც რეგულარულად ეწევა, არის ერთადერთი ბრენდი, რომელსაც მომავალში იყიდდა რეგულარულად, ხოლო 31% ფიქრობს, რომ შეიძლება შეეცვალა რეგულარული ბრენდი.

რაც შეეხება რეგულაციების შედეგად სამომხმარებლო ქცევის ცვლილებას, რეგულაციების შემოღების შემდეგ, გამოკითხული მომხმარებლების 77%-ს ქცევა არ შეუცვლია, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორი სიხშირითაც და რაოდენობითაც ეწეოდა სიგარეტს, ისევ ისე აგრძელებს ახლაც. გამოკითხული 300 რესპოდენტიდან მხოლოდ 21%-ია, რომელიც ამბობს, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მოწევის რაოდენობა შეამცირა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

23.ივლისი.2019 00:05
155

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
171

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
1001

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
202

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
693

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
319

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად