30 ივნისიდან შარდენზე მდებარე "ქარვასლაში" აგროსასურსათო ბაზრობა "გემოვანი ბაზარი" გაიმართება. როგორც კომპანია "გემოვანის" დამფუძნებელმა ოთარ ნაჭყებიამ Bm.ge-ს განუცხადა, ღონისძიება ყოველ შაბათს მოეწყობა და მონაწილეობას 80-ზე მეტი ფერმერი მიიღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ბაზრობაზე ქართული ნატურალური პროდუქცია გაიყიდება, მათ შორის: გემოვანის მიერ წარმოებული პური "მზეთამზე", ასევე ფერმერების მიერ მოყვანილი ხილ-ბოსტნეული, ხორც-პროდუქტები, რძის ნაწარმი, ჩირები, მურაბები, ჯემები და სხვა პროდუქტები.
"ბაზარი მეოთხეჯერ ტარდება, თუმცა აქამდე ის სატესტო რეჟიმში იმართებოდა, ამიერიდან კი სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. ღონისძიების ფარგლებში შარდენზე მდებარე კაფე-რესტორნები "გემოვან-მენიუს" გააკეთებენ, მათი შეფმზარეულები ბაზრობაზე ქართულ პროდუქციას შეისყიდიან და მომხმარებელს ამ პროდუქტებით მომზადებული კერძების დეგუსტაცია-ყიდვას შესთავაზებენ" - განაცხადა ოთარ ნაჭყებიამ.
მისი განმარტებით, პროექტი "გემოვანი" ქართული ნაწარმის პოპულარიზაციასა და ფერმერების წახალისებას ისახავს მიზნად. ბაზრობა ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება.
"ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა ბაზრების ორგანიზებაა. "გემოვანი“ აერთიანებს ქართული გენეტიკის სურსათს. ვფიქრობთ, ასეთი ტიპის ბაზრობის მოწყობა და ამ პროდუქციის თავმოყრა, მისი რეალიზაციისთვის კარგი იქნება. როგორც წესი, ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა აქვთ. უამრავი ფერმერია, რომელიც კარგ პროდუქტს ამზადებს, მაგრამ ისინი ძირითადად სოფლებში არიან და ვერ ახერხებენ მის გაყიდვას. ჩვენ ოთხმოცამდე ფერმერი ჩამოგვყავს საქართველოს რეგიონებიდან, რომლებიც ქართული ჯიშის, ნატურალურ სურსათს აწარმოებენ. ღონისძიების გენერალური სპონსორია პური "მზეთამზე"" - განაცხადა ოთარ ნაჭყებიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი