12.ივნისი .2019 16:04

სერიალ "ჩერნობილის" გამოსვლის შემდეგ ჩერნობილში ტურისტების რიცხვი 35%-ით გაიზარდა

views 1538
უკან

სერიალ „ჩერნობილის“ გამოსვლის შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში ატომური ენერგეტიკის სფეროში მომხდარი ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის ადგილი ტურისტულ ჰოტსპოტად გადაიქცა.

Cnn-ის ინფორმაციით, უკრაინის  იზოლირებულ ზონაში ტურისტების ბუმია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში დაახლოებით, 35%-ით არის გაზრდილი.


უკრაინული ტურისტული სააგენტოები მსურველებს სერიალში ნაჩვენებ ადგილებში ექსკურსია-ტურებს დაახლოებით, 100 დოლარად სთავაზობენ. გასვლები ეწყობა მოჩვენებათა ქალაქ პრიპიატსა და რეაქტორის მიმდებარე ტერიტორიაზეც.  

კატასტროფის ადგილის სანახავად ამ დროის მონაცემებით, ძირითადად უცხოელები ჩადიან; ჭარბობს ამერიკელი და ევროპელი ტურისტების რაოდენობა.


მინისერიალი "ჩერნობილი" 9,6 რეიტინგით ამ ეტაპისთვის ყველაზე მაღალრეიტინგული ფილმია, რომელმაც "Game of Thrones" და Breaking Bad"-იც კი ჩამოიტოვა. სერიალი 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში, ჩერნობილის ტერიტორიაზე განთავსებულ  ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფაზე მოგვითხრობს, რასაც ასობით ადამიანი შეეწირა.