18.ივნისი .2019 14:26

სერგეენკო: მე გავუწიე რეკომენდაცია ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრის პოსტზე

views 738
უკან

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძეს, მისი პოსტის ჩაბარების მიზნით, რეკომენდაცია მთავრობის მეთაურთან თავად გაუწია. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ ათ წელზე მეტია, თანამშრომლობის გამოცდილება გავქვს სხვადასხვა სფეროებში, ძირითადად ეს არის სამედიცინო მენეჯმენტი.

ერთის მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერსა და ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მეორეს მხრივ, ქალბატონ ეკას ექნება საშუალება, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს ამ მართლაც ძალიან რთული სისტემის მართვას“ - განაცხადა სერგეენკომ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებდა.