18.ივნისი .2019 14:18

სერგეენკო აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების საკითხი პრემიერთან თავად დააყენა

views 1980
უკან

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო მისი თანამდებობიდან წასვლი მიზეზებს განმარტავს.

როგორც მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ საკითხზე მას რამდენიმე კვირის განმავლობაში პრემიერთან კომუნიკაცია ჰქონდა.

„ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები იმის შესახებ, თუ წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა, როგორ იქნებოდა ოპტიმალური, სწორად რომ დანერგილიყო. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი.

არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. მე ვთხოვე პრემიერს, განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო.

მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ ათ წელზე მეტია, თანამშრომლობის გამოცდილება გავქვს სხვადასხვა სფეროებში, ძირითადად ეს არის სამედიცინო მენეჯმენტი“, - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა