12.სექტემბერი .2019 17:50

სემეკმა შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" დააჯარიმა

views 389
უკან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, 5000 ლარით, ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.

სემეკ–ის ცნობით, სალიცენზიო პირობების დარღვევად კომისიამ მიიჩნია გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რომელიც მიზნად ისახავდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის გამკაცრებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

საჯარო სხდომაზე, კომისიამ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" განუსაზღვრა ვადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა