15.აპრილი.2019 16:13
საფინანსო სექტორი

სებ-მა ფასიან ქაღალდებში ინვესტირების რისკებთან დაკავშირებით განმარტება გამოაქვეყნა

სებ-მა ფასიან ქაღალდებში ინვესტირების რისკებთან დაკავშირებით განმარტება გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფასიან ქაღალდებში ინვესტირებასთან დაკავშირებით განმარტება გამოაქვეყნა.

სებ-ის განცხადებით, ამ ფინანსურ ინსტრუმენტს თან რისკებიც ახლავს, რის შესახებაც მისმა მყიდველებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შეთავაზება კომპანიებს არ შეუძლიათ ემისიის პროსპექტის გარეშე, თუმცა ამ პროსპექტში წარდგენილი ფაქტების უტყუარობის დაცვა ისევე ამ კომპანიის ვალდებულებაა და არა - ეროვნული ბანკის. 

"ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორების ინტერესების დაცვის, სხვადასხვა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული შესაძლო რისკების თავიდან არიდებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების რეგულირების წესს განუმარტავს.

შეგახსენებთ, რომ "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ფასიან ქაღალდად ითვლება ისეთი მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, როგორებიცაა წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდები (აქციები და ობლიგაციები), ასევე, ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლოა გარდაიქმნან ფასიან ქაღალდებად, ან რომლებიც არიან მათზე ხელმოწერისა თუ მათი შეძენის უფლების მატარებლები. აგრეთვე, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები და საინვესტიციო ხელშეკრულებები. თავის მხრივ, საინვესტიციო ხელშეკრულება არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და მათი მიყიდვა საცალო ინვესტორებისთვის, სპეციალური დოკუმენტის - ემისიის პროსპექტის - მომზადებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი დამტკიცების გარეშე აკრძალულია. მოქმედი კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს შემთხვევებს, რომლებზეც აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება. კერძოდ, საქართველოს სამთავრობო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდების შეთავაზება გათავისუფლებულია ემისიის პროსპექტის დამტკიცების მოთხოვნისგან. აგრეთვე, აღნიშნული გამონაკლისი ვრცელდება უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ ფასიან ქაღალდებზეც. აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხა განსაზღვრულია ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით.

ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია, ემისიის პროსპექტში გაამჟღავნოს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ინვესტორის მიერ ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე. პროსპექტში გადმოცემული უნდა იყოს ყველა შესაძლო და პოტენციური რისკი, რომელიც უკავშირდება გამოშვებულ ფასიან ქაღალდს და ემიტენტის საქმიანობას. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ინფორმაციის სრულყოფილად გამჟღავნება უშუალოდ ემიტენტის პასუხისმგებლობაა და ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას არ იღებს პროსპექტში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე.

ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის განხორციელებამდე აუცილებელია ემისიის პროსპექტის შესწავლა და მასში არსებული ინფორმაციის სწორი და კვალიფიციური ანალიზი. ფასიან ქაღალდებში ინვესტირება წარმოადგენს რისკიან ინვესტიციას და მას სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ამასთან, საქართველოში საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის შუამავლობით, რომელთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, ინვესტიციის განხორციელებამდე გაეცნონ ემისიის პროსპექტს და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტებს დახმარებისთვის," - ნათქვამია განმარტებაში.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

19.ივნისი.2019 14:50
472

“საქართველოს ბანკი” ტაქსებში ახალ, საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს

ვრცლად
18.ივნისი.2019 17:00
387

"საქართველოს ბანკის" და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა

ვრცლად
18.ივნისი.2019 11:44
179

საქართველოს ბანკის ჯგუფი ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 16:57
472

"შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა" "ბაზისბანკს“ მორიგი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ვრცლად
15.ივნისი.2019 13:05
586

ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
15.ივნისი.2019 12:36
814

„თიბისის“ და „ლიბერთის“ კლიენტები ერთმანეთის ბანკომატებში ფულს იდენტური პირობებით ვეღარ გაანაღდებენ

ვრცლად