მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის პრეზიდენტი: ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით არასწორი ანალიზი კეთდება

5ce7a8211753b
ლიკა გურაბანიძე
24.05.19 12:12
811
„საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს. მცურავი გაცვლითი კურსისათვის მოკლევადიან პერიოდში დამახასიათებელია ასეთი მერყეობა,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა ლარის კურსის ბოლოდროინდელ მერყეობასთან დაკავშირებით.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით არასწორი ანალიზი კეთდება.

„სამწუხაროდ, არასწორი ანალიზი კეთდება, იმასთან დაკავშირებით თუ ამას ზოგადად რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს და განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ეს ინფლაციის დიდ ზრდას გამოიწვევს.

მინდა მოგახსენოთ, რომ გაცვლითი კურსი არის ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ფასების ზრდასთან და ინფლაციასთან დაკავშირებით.
გთხოვთ გადახედოთ სტატისიკას და ნახავთ, რომ 2007-2008 წლებში, როდესაც გაცვლითი კურსი ყველაზე სტაბილური იყო საქართველოში, ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო. 2007-2008 წლებში ინფლაცია საშუალოდ 12% იყო და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სწორედ ინფლაციაა.

ინფლაციაზე ერთობლივი მოთხოვნა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები იმისათვის, რომ ამ მიმართულებით ფასების ზრდა არ დაუშვას“ - განაცხადა გვენეტაძემ.