26.ივნისი .2019 10:00

Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი: "ემბარგო არ არის დასასრული"

views 900
უკან

Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორის ნუცა აბრამიშვილის შეფასებით, ქართული ღვინის დარგი სწორი მიმართულებით ვითარდება და 2006 წლისგან განსხვავებით, კომპანიებს ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით დიდი შესაძლებლობები აქვთ.

„მსოფლიო ბაზარზე იმიჯის შექმნა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, გრძელდება. ეს გრძელვადიანი პროცესია და ასე სწრაფად ისეთ ეფექტებს ვერ მივიღებთ, როგორიც გვინდა, თუმცა მნიშვნელოვანია ის სავაჭრო ურთიერთობები, რაც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა ევროპასთან, ჩინეთთან და ინდოეთთან. ბევრი კარგი ინფორმაცია გვაქვს და არ მინდა პესიმისტური აღქმა იყოს, რომ რა ეშველება ქართველ მეღინეობას... ეს ასე არ არის, მუდმივად ხდებოდა გაფრთხილებები და რომ დაწესდეს ემბარგო, ეს არ არის დასასრული“, - განაცხადა აბრამიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში და დასძინა, რომ არსებობს რიგი უდიდესი ბაზრები.
 
„იგივე ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც დიდი მოთხოვნაა და ბევრს წერენ ქართულ ღვინოზე. ქართული ღვინო უკვე გახდა მოთხოვნადი. ვფიქრობ, სწორ გზაზე დგას დარგი და რამდენიმე წელი სჭირდება იმისთვის, რომ თუნდაც ექსპორტის ჯამურ მოცულობაში 3%-მდე დაიყვანონ რუსეთის ბაზრის წილი“, - განაცხადა აბრამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა