მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფები, სავარაუდოდ, გადაიხედება

5d2d8dc858f92
ლიკა გურაბანიძე
16.07.19 12:50
1458
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მას კონკრეტული პასუხი არ აქვს იმის შესახებ, თუ რა ეღირება საერთო ბილეთით ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით მგზავრობა, რომლის დანერგვაც 2021 წლის ზაფხულიდან იგეგმება.


მისი თქმით, ბილეთის საფასურის დეტალური გაანგარიშება ჯერ გაკეთებული არ არის. 

ჟურნალისტის კითხვაზე - შეიცვლება თუ არა სამგზავრო ფასი, ხმალაძე პასუხობს, რომ "შეწონილი ტარიფის განსაზღვრა მოხდება". 


„შემიძლია ერთადერთი რამ გითხრათ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს მგზავრებისგან რა თანხაც იკრიბება, მომავალშიც იგივე თანხა შეიკრიბება ანუ არ მოხდება უფრო მეტი თანხის ამოღება მგზავრებისგან ვიდრე ეს ხდება დღეს. 


მოხდება შეწონილი ტარიფის განსაზღვრა, რომელზეც ჯერ არავინ ვართ მზად, რომ ვთქვათ, რა მოუვა ამ ციფრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს სწორება იმაზე რა თანხის შეგროვება ხდება დღეს მგზავრებისგან მიკროავტობუსების, ავტობუსების და მეტროს საშუალებით და  ეს ზღვარი იქნება დაცული,“ - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, ეს ორწლიანი რეფორმაა.

 
„დღეს ჩვენ ავტობუსებში და მეტროში ინტეგრირებული გადახდის სისტემა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვთქვათ ავტობუსში მგზავრმა ახლა მგზავრობის საფასური გადაიხადა, საათნახევრის განმავლობაში, მეტროში გადაჯდომის შემთხვევაში,  თანხის გადახდა არ მოუწევს.  ამ საათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება მიკროავტობუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტით შევძლებთ მგზავრობას. ეს არის 2 -წლიანი რეფორმა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უკვე ახალი სისტემით დაიწყებს ფუნქციონირებას", - განმარტა ირაკლი ხმალაძემ.