14.აპრილი .2016 13:40

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები დაწესდება

views 3840
უკან

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები დაწესდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე 2 ტექნიკური საკითხის დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც რეგულირება ამოქმედდება. როგორც მინისტრმა განმარტა, პროექტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.
 
"რჩება 2 ტექნიკური საკითხი, რომელზეც, ვფიქრობ, მალე დასრულდება მუშაობა და ეს რეგუილირება უკვე ამოქმედდება", - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა