12.სექტემბერი .2019 14:16

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრები – სია ამ დროისთვის

views 9042
უკან

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" რამდენიმე წევრის ვინაობა ცნობილია.

როგორც "ლელოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში BM.GE–ს განუცხადეს, მოძრაობას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შეუერთდნენ:

ლევან ბოძაშვილი - იურისტი,
დეა მეტრეველი - წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი,
საბა ბუაძე - იურისტი,
გია გუგუშვილი - სამხატვრო აკადემიის რექტორი,
ლევან კობახიძე - იურისტი,
თინა მამულაშვილი - "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობის დირექტორი,
თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი,
ქეთი მატაბელი - მხატვარი,
მაია ჩიკვაიძე - მხატვარი,
კახა კოჟორიძე - იურისტი, საია–ს ყოფილი თავმჯდომარე, ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი,
ანა ნაცვლიშვილი - იურისტი, საია–ს ყოფილი თავმჯდომარე, ექს-პრეიზდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი.

შეგახსენებთ, რომ ახალი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გაიმართა. ხაზარიძე–ჯაფარიძის პოლიტიკური პარტიის დაფუძნება კი ოქტომბერში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა