მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზმაუს სტარტაპების დაფინანსების პროექტი არ დაუწყია - სამეურვეო საბჭოს განმარტება

5ce5355284685
სალომე მეცხვარიშვილი
22.05.19 15:38
804
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე აცხადებს, რომ საზმაუში სტარტაპების დაფინანსების პროექტი არ დაწყებულა.

ამის შესახებ მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

დეპუტატები რომან კაკულია და კახა კუჭავა დაინტერესდნენ, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სტარატპების დაფინანსების უფლება მიეცა, რა არის განხორციელებული ამ მიმართულებით, რადგანაც თავის დროზე (2017 წელი), როდესაც პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი შევიდა, ამ ნაწილს განსაკუთრებული დაპირისპირება მოჰყვა;

მოგვიანებით კანონს ვეტო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც დაადო, მაგრამ პარლამენტმა ვეტო დაძლია.

დღეს კი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ მიმართულებით მენეჯმენტი მუშაობს, თუმცა ქმედითი ნაბიჯები გადადგმული არ არის.
“თუ ბაზა არ მომზადდა ძალიან სერიოზული... დაცული უნდა იყოს გამჭვირვალობის პრინციპი, განისაზღვროს კრიტერიუმები და ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება სტარტაპებს, არ არის დაწყებული არაფერი”, - აცხადებს ირინა ფუტკარაძე.