მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზაფხულოდ, გერმანიაში დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა ფასები შეამცირეს

5ce0179390278
მიშა ხაჩიძე
19.05.19 10:00
1392
საზაფხულოდ,  გერმანიაში დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა ფასები უფრო შეამცირეს.

გერმანული გამოცემა Spiegel-ი ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფრენებზე მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, ავიაკომპანიებმა ევროპის მასშტაბით რეისებზე, ბილეთები უფრო გააიაფეს.

ყველაზე იაფად მომხმარებლებს ფრენებს გერმანიიდან ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air - სთავაზობს, რომლის საშუალო ფასიც 49,81 ევროა.

Wizz Air-ს ბრიტანული კომპანია Easyjet მოსდევს, ავიაკომპანიის ბილეთების შეძენა ევროპის შიდა რეისებზე, საშუალოდ, 55,62 ევროდ არის შესაძლებელი.

მესამე დაბალბიუჯეტიანი კომპანია კი Ryanair-ია, რომელიც მგზავრებს გადაადგილებას 59,34 ევროდ სთავაზობს.

მეოთხე პოზიცია Eurowings-სს ერგო, ამ კომპანიის ლაინერებით ფრენა გერმანელებს საშუალოდ 106,04 უჯდებათ, თუმცა ბილეთების ფასები დაჯავშნის დროსა და გამგზავრების პერიოდის მიხედვით იცვლება.