12.იანვარი.2016 13:23
ეკონომიკა

სახელმწიფო ტბებს ელექტრონული აუქციონის საშუალებით გაასხვისებს

სახელმწიფო ტბებს ელექტრონული აუქციონის საშუალებით გაასხვისებს
სახელმწიფო ტბების ლიცენზირებას იწყებს. ახალი რეგულაციების მიხედვით, ტბის გასხვისება აუქციონის სახით მოხდება და მას მთავრობა უმეტეს შემთხვევაში 20 წლის ვადით გაასხვისებს.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ალექსანდრე დევიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მიმდინარე წელს 15-მდე ტბის ლიცენზირებაა დაგეგმილი.

„ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ საქართველოს ტბებზე თევზჭერის ლიცენზირება. ეს პროცესი ერთი პერიოდი შეფერხებული იყო, ჩვენ სხვადასხვა უწყებებთან ერთად ახალი მიდგომები ჩამოვაყალიბეთ. ფასის გაანგარიშებაში შემოვიტანეთ ისეთი კომპონენტი, როგორიც არის ტბის ფართობი, მისი პოტენციალი, იქ არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე ლიცენზიის გაცემის პერიოდი. ეს მოგვცემს საშუალებას ადეკვატური ფასის წარმოქმნის, რომელიც მეწარმესთვისაც მისაღები იქნება.

მას შემდეგ რაც ტბის ლიცენზიით გაცემა მოხდება, პირველ რიგში აღკვეთილი უნდა იყოს უკანონო თევზჭერა. აუცილებლად უნდა არსებობდეს თევზის სამეურნეო მართვის გეგმა, მინიმუმ 5 წლის ვადით, რომელიც განახლებადი იქნება.

ერთ-ერთი ტბა, რომელიც ამ პირობით გამოგვაქვს აუქციონზე არის ლევანის ტბა, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი ღირებულება 32 000 ლარია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა შეეძლება, ინვესტორს უნდა ჰქონდეს მართვის გეგმა და თევზის მარაგი ლიცენზიის დასრულების შემდეგ არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ეს დღესაა“, - განაცხადა ალექსანდრე დევიძემ.

22.ივლისი.2019 15:16
47

5 დღეში სარფსა და წითელ ხიდზე 12,200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ვრცლად
22.ივლისი.2019 14:28
224

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

ვრცლად
22.ივლისი.2019 13:26
670

სანქციების პირველ კვირაში საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რიცხვი 78%-ით შემცირდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 13:00
273

2019 წლის 6 თვეში ბიუჯეტმა აქციზიდან 544 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც გეგმის 83.7%-ია

ვრცლად
22.ივლისი.2019 12:40
139

„თიბისი ბანკმა“ ResponsAbility Investments-ისგან $10 მლნ-ის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 12:04
351

მთავრობა, სავარაუდოდ, „ჯორჯიან ეარვეისის“ ერევანი-თბილისის რეისებს დაასუბსიდირებს

ვრცლად