14.აგვისტო .2019 20:08

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

views 1568
უკან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზურაბ სანიკიძე უხელმძღვანელებს. იგი პროფესიით იურისტია (საერთაშორისო სამართალი).


2015 წლის იანვრიდან 2019 წლის 12 აგვისტომდე იყო იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;

2010-2014 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მრჩევლად, ხოლო შემდეგ - დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;

2012 წელს მუშაობდა ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს სააპელაციო ინსტანციაში;

2008-2010 წლებში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე მართლმსაჯულების დეპარტამენტსა და გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თავისუფლებისა და თანასწორობის სამმართველოში;

2007 წელს სტაჟიორად მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

ზურაბ სანიკიძე იუსტიციის სამინისტროში მუშაობის განმავლობაში, ex officio, იყო: სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს მდივანი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი; ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) ფორუმის თავმჯდომარე; საქართველოს წარმომადგენელი/კოორდინატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ პლატფორმაზე; საქართველოს წარმომადგენელი/ექსპერტი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის ოფისში (UNODC), გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC) შეფასების ნაწილში; იუსტიციის მინისტრთან ერთად საქართველოს წარმომადგენელი OGP-ის კომიტეტებში და სხვ.

დღემდეა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო ორგანიზაციებში (GRECO, OECD/ACN). ის ასევე არის სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა