მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო რაჭის ტურისტული განვითარებისთვის მუშაობას იწყებს

56addf3a590be
BM.GE
31.01.16 14:16
6840
საპარტნიორო ფონდმა საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა დაასრულა და რეგიონის განვითარების ზოგადი კონცეფცია მოამზადა. როგორც საპარტნიორო ფონდში განმარტავენ, კონცეფცია ითვალისწინებს რაჭაში, მათ შორის უწერასა და შოვს შორის არსებული გზის რეაბილიტაციას, არსებული გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, წყლის, გაზის და ელექტროენერგიის მიყვანას კურორტებამდე, საზოგადოებრივი ადგილების მოწესრიგება/მოწყობას (ტურისტული საინფორმაციო პუნქტები, საინფორმაციო დაფები,, პარკირების ადგილები, ქუჩის განათებები და სხვა). ასევე პროექტი გულისხმობს შაორის ტბაზე ტურისტული სანაოსნო კლუბის მოწყობას, სალაშქრო გზების, საფეხმავლო ბილიკებისა და ველოსიპედის გზების, საბავშო მოედნების, ატრაქციონების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას საკურორტო ზონებში. როგორ აპირებს სახელმწიფო რაჭის განვიტარებას, - დავით საგანელიძე „საქმიანი დილის“ კითხვებს პასუხობს.
 
- ბატონო დავით, რას სგულისხმობს ეს კონცეფცია?

- ბუნებრივია, როდესაც რეგიონის განვითარებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მისი პოტენციალის შესწავლაა საჭირო. სწორედ ამიტომ, საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო, საკმაოდ ცნობილ საკონსულტაციო კომპანია BDO-ს რაჭის ტურისტული განვითარების კონცეფცია დაუკვეთა. აქ მხოლოდ ტურისტულ თემებზეა ყურადღება გამახვილებული. დოკუმენტში წარმოდგენილია ძირითადად ეკონომიკური მახასიათებლები, მაჩვენებლები, სტატისტიკა, რეგიონის პოტენციური შეფასება და აქცენტები, თუ ლოკალურად რომელ წერტილებში შეიძლება ყველაზე მეტად იყოს აქცენტირებული ტურიზმის განვითარება.

- კერძო სექტორის დაინტერესება როგორ მოხდება?

- სამწუხაროდ, სუფთა ბიზნესის გაგებით, მაღალი რენტაბელობის ბიზნესის დაწყება რაჭაში საკმაოდ რთულია. რეგიონში ბიზნესის დაწყება სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამის მიზეზი კი ტერიტორიული სიშორე, არც თუ ისე კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა მუშახელისა და პროფესიონალების ნაკლებობაა. ამიტომ სახელმწიფოს როლი კერძო სექტორის დასახმარებლად საკმაოდ დიდია, იმისთვის რომ გარკვეული შეღავათები დააწესოს და ფუნქციები თავის თავზე აიღოს.

პირადად მე ოთხი წლის განმავლობაში ამ რეგიონში, ონის რაიონის დეპუტატი. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ურთიერთობის კარგი მაგალითი სწორედ რაჭა უნდა იყოს.
რაჭა გამოირჩევა ტურისტული პოტენციალით, უდიდესი ინტერესით და ბუნების შესანიშნავი სილამაზით, მაგრამ მაინც ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და სწორედ, რომ აქ ძალიან დიდია სახელმწიფოს როლი.

- ინვესტორების დაინტერესებას როგორ მოახერხებთ, რაიმე შეღავათებიც ხომ არ იქნება?

- ჩემი აზრით, სერიოზულ გავლენას მოახდენს მთის კანონი. ბუნებრივია, საგადასახადო რეჟიმში გარკვეული ლიბერალიზაცია რეგიონში ბიზნესინვესტორებს რეგიონის განვითარებისკენ წაახალისებს. რაჭის ყველაზე დიდი სირთულე ჩვენმა ზოგადმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შეუქმნა. ასევე ცხინვალის გზა რაჭაში ჩაკეტილია და ეს რეგიონი გარკვეულად ჩიხშია მოქცეული. ამან სერიოზულად დიდი დარტმა მიაყენა რეგიონის განვითარებას. მოსახლეობის მიგრაცია ძალიან სწრაფად განვითარდა. ამას ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეწინააღმდეგოდ და ამ პრობლემების კომპენსაცია მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ. დასახლებებს რაც შეეხება, აქ საუბარია არაა იმაზე, რომ ახალი სოფლები და დასახლებები შეიქმნას. აქ საუბარია იმაზე, რომ იგივე შაორის ტბაზე გარკვეული საკურორტო ზონა შეიქმნას, სადაც სასტუმროები იქნება, თუმცაღა რომ აქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეს ისევ ის არის, რომ პროფესიონალი, გამოცდილი კადრები რაიონში არ არიან. კადრები თუნდაც საწყის ეტაპზე მისაყვენი იქნება. მეორე პრობლემა მკაცრი კლიმატია, ამიტომ ჩვენ გათვლა უნდა გავაკეთოთ 12 თვიან პრეიოდზე, რომ მუდმივად ზამთარ-ზაფხულის სეზონზე მუშაობდეს ეს საკურორტო ზონა და მაქსიმალურად ათვისებული იყოს რესურსი.