მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო კერძო კლინიკების მართვაშიც აპირებს შესვლას - ჯანდაცვის სამინისტრო

5d6fd5b3a2c46
სალომე მეცხვარიშვილი
04.09.19 19:15
4479
სახელმწიფო კერძო კლინიკების მართვაშიც აპირებს შესვლას - მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადება bm.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროში დააზუსტა.
უწყებაში განმარტავენ, რომ მართვაში შესვლაში არ იგულისხმება მხოლოდ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები. თუმცა, რას გულისხმომბს კლინიკების მართვაში შესვლა და რა მექანიზმით მოხდება ეს, სამინისტროში არ აზუსტებენ და აცხადებენ, რომ ეს უახლოეს მომავალში სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ამ დრომდე სახელმწიფო არ იღებდა მონაწილეობას კლინიკების მართვაში.

“მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდება შემდეგ წლებში და სახელმწიფო გადავა ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში, რაც მოკლე ვადაში თანაბარ კონკურენტულუნარიანს გახდის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს მომსახურების ხარისხისა და სახელმწიფო ხარჯების მიზნობრივ და მეტად გარანტირებულ ხარჯვას”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ექიმი ზაზა სინაურიძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ არსებობს პრეცედენტები, როცა კლინიკის მართვაში სახელმწიფოც არის ჩართული და ეს ხორციელდება კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში (ppp).

“მე მაგალითად ჰიუსტონში ვმუშაობდი კლინიკაში, სადაც არის ppp მოდელი. ეს არის ჩვეულებრივი კერძო კლინიკა, ჰიუსტონის მერიამ აირჩია ეს კლინიკა და ნახეთ რას აკეთებდა: შემოვიდა მართვაში 25%-27% ჰქონდა და წელიწადში 22 მილიონ დოლარს უხდიდა ამ კლინიკას და ეს კლინიკა ემსახურებოდა ყველა არალეგალს და ა.შ. ასეთი პრეცედენტები არის მსოფლიოს გარშემო, თუმცა, რა ფორმით ფიქრობს ამას საქართელო, ჩემთვის უცნობია”,- აცხადებს ზაზა სინაურიძე.