11.ივლისი .2019 17:09

სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ რუსეთს აღადგინოს საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა

views 2488
უკან

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,"- ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ სინდი სეინს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე განუცხადეს. 

"ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან"

კომენტარი საქართველოში ბოლო ერთი კვირის მანძილზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის რეაქციაზე გაკეთდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იქ მათ კარგად ხვდებიან. ამასთან ერთად, აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს მოერიდოს ნეგატიური ზომების მიღებას, მათ შორის - სანქციების დაწესებას.

"ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია" - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

წყარო - ამერიკის ხმა

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა