04.აპრილი .2016 11:17

სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა

views 992
უკან

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა.
 
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სულ იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ შეადგინა 2 189 მლნ ლარი, რაც პირველი კვარტლის გეგმას 40 მლნ ლარით აღემატება, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 101,9%-ს შეადგენს.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე გადაჭარბებულია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც.

გადასახადების სახით, პირველ კვარტალში მიღებულმა შემოსავალმა ჯამში, 2 048 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმას 46 მლნ ლარით აღემატება, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 102,3%-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა