მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5d36d09a4fd10
BM.GE
23.07.19 13:15
962
2019 წლის 23 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 113 780 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.950 პროცენტით, მაქსიმალური 7.070 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.983 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.