მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწარმოებს გარემოზე ზემოქმედებისთვის ფინანსური ვალდებულება დაეკისრებათ

5c80daa88442f
ლევან თაღიაშვილი
07.03.19 13:30
929
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ინდუსტრიებსა და მსხვილ ბიზნესებს, რომლებსაც გავლენა აქვთ ეკოლოგიაზე, გარკვეული წინასწარი ფინანსური ვალდებულებებით დაიტვირთებიან.

ის ამბობს, რომ წარსულში იყო შემთხვევები, როდესაც გარემოს ზიანი ადგებოდა და კომპანიები გადახდისუუნარობის გამო ამ ზარალს ვერ ანაზღაურებდნენ.

„გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ რეგულაციები მომზადდა და რეალურად ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტი, ახალი კანონი, რომელიც ევროპული დირექტივის მიხედვითაა მომზადებული.

საქართველოში გარემოზე მიყენებული ზიანის დროს წარმოქმნილი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ზუსტად ამ დირექტივით. ის, ვინც მოქმედებს გარემოზე: ინდუსტრიები, მსხვილი ბიზნესები, ისინი ადექვატური პასუხისმგებლობით უპასუხებენ გამოწვევებს.

კერძოდ ვალდებულება ექნებათ გამოასწორონ გარემოზე მიყენებული ზიანი. აქვე განსაზღვრულია გარკვეული ფინანსური გარანტიების წინასწარ არსებობა გარემოზე მოქმედი მსხვილი ობიექტებისთვის. იმისთვის, რომ ავიცილოთ ისეთი შემთხვევები, რომელიც წარსულში გვქონდა.

ხშირ შემთხვევაში ფინანსური გადახდისუნარიანობის გამო გვრჩებოდა მიყენებული ზიანი გარემოზე. ამ ზიანის გამოსწორების რესურსები კი სახელმწიფოს არ გააჩნდა“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული სისტემა, სადაც საწარმოების გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ სრული სურათის დანახვა იქნება შესაძლებელი.


„ძალიან მნიშნველოვანია გარემოსდაცვითი შეფასების ელექტრონული სისტემა და სამრეწველო საქმიანობების ერთიანი რუკის შემოღება იმიტომ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემა შემოდის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურები მაქსიმალურად მარტივი იყოს განმცხადებლისთვის.

ერთიან ელექტრონულ სისტემაში მათ შეუძლიათ თავიანთი განცხადბის დამუშავების ყველა ეტაპის ნახვა და ასევე ჩვენ გვექნება სრული სურათი საწარმოების გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ - განმარტავს მინისტრი.