12.აპრილი.2016 17:32
ეკონომიკა

სავალუტო ფონდი: საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 2,5%-ით, 2017 წელს 4,5%-ით გაიზრდება

სავალუტო ფონდი: საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 2,5%-ით, 2017 წელს 4,5%-ით გაიზრდება
საერთაშორიო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში 2,5%-იან, მომდევნო წელს კი 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. აღნიშნულის შესახებ ფონდის მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის ანგარიშში წერია.
 
ფონდის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკაზე შემცირდა. წინა პროგნოზით, სავალუტო ფონდი საქართველოში 2016 წელს 3%-იან, ხოლო მომდევნო წელს კი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზეა დაგეგმილი. 2017 წლისთვის კი პრემიერი ქვეყანაში 5-6 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს. 

რაც შეეხება ინფლაციას, სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში 4,3%-იან ინფლაციას ვარაუდობს, 2017 წელს კი 4,5%-იანს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის 2016 წლის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ია.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მიმდინარე წელს სომხეთში ეკონომიკის 1,9 პროცენტიან ზრდას, მომავალი წლისთვის კი აღნიშნული ციფრის 2,5 პროცენტამდე გაზრდას ვარაუდობს.

ფონდის პროგნოზით 2016 წელს, 1,5 პროცენტით გაიზრდება უკრაინის ეკონომიკა, მომავალ წელს კი 2,5 პროცენტით.

სავალუტო ფონდი ეკონომიკურ რეცესიას პროგნოზირებს აზერბაიჯანში, როგორც ანგარიშშია აღნიშნული მიმდინარე წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 3 პროცენტით შემცირდება, ხოლო მომდევნო წელს კი 1 პროცენტით ზრდაა პროგნოზირებული.

ეკონომიკის 1,8 პროცენტიან შემცირებას ვარაუდობს სავალუტო ფონდი რუსეთში, მომდევნო წელს კი რუსეთისთვის პროგნოზი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,8%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება თურქეთს, სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს თურქეთში ეკონომიკის 3,8 პროცენტიან ზრდას, მომავალ წელს კი 3,4 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს.

22.ივლისი.2019 11:12
58

სამინისტრო: 6 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს 673 მლნ ლარი მოხმარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:45
147

დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალი 57%-ით გაიზარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:00
211

საქართველოსთვის ასათვისებელი ღვინის საექსპორტო ბაზრები

ვრცლად
21.ივლისი.2019 20:50
471

საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:50
2935

რა სქემით გაიზრდება პენსია 2021 წლიდან?

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:15
693

"აწარმოე საქართველოს" შედეგები – რა მიიღო ქართულმა ეკონომიკამ?

ვრცლად