16.მაისი .2019 17:03

"საუბარია, რომ Ryanair-მა საქართველოში ოპერირება 2020 წლიდან დაიწყოს"

views 835
უკან

“საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ Ryanair-მა საქართველოში ოპერირება 2020 წლიდან დაიწყოს,“ - ამის შესახებ „საქმის კურსში“ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მხრიდან ფრენებზე ინტერესი როგორც ქუთაისის, ისე თბილისის მიმართულებით არსებობს.

„Ryanair-თან მოლაპარაკებას ყველა წინა მთავრობა თუ მინისტრი ცდილობდა, თუმცა, ჩვენ დღეს ეს მოლაპარაკებები ისეთ ეტაპამდე მივიყვანეთ, როდესაც შეთავაზება და მოლაპარაკებების საგანი ერთდროულად მისაღები და საინტერესოა. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ ეს ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდეს და საქართველოს ავიაბაზარზე ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდეს ძალიან დიდია.

Ryanair-თან პირველი შეხვედრა დუბლინში სათაო ოფისში შედგა, ხოლო მეორე შეხვედრის ადგილი გერმანია იყო,“ - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ჩოგოვაძის განმარტებითვე, არსებობს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ქუთაისი რეგიონში დაბალბიუჯეტიანი შეთავაზების ცენტრად უნდა გადაიქცეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა