მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ რეგლამენტის მიღება პროდუქციას 5%-დან 10%-მდე გააძვირებს"

5d2ca288cd31a
ლიკა გურაბანიძე
16.07.19 10:54
1032

2019 წლის ბოლოდან ძალაში "სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი უნდა შევიდეს. რეგლამენტის მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება და ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა. 

კომპანია "თამაშობანას" თანადამფუძნებელი ამბობს, რომ რეგულაციის შემოღება დროულია, თუმცა სათამაშოებს გააძვირებს.

"ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც როგორც ადგილობრივი სათამაშოების წარმოება, ისე იმპორტირებულის მოწოდება უსაფრთხო უნდა გახდეს, სათამაშოების ფასის 5%-დან 10%-მდე ზრდას გამოიწვევს, -  განაცხადა bm.ge-ისთან „თამაშობანას“ თანადამფუძნებელმა ნონა სონღულაშვილმა.

ამასთან, როგორც სონღულაშვილი განმარტავს, სათამაშოების ბიზნესზე დაწესებული რეგულაცია სექტორს საექსპორტო ბაზრების ათვისებაში ხელს შეუწყობს, რადგან ის არსებულზე მეტად ხარისხიანი გახდება.

„ყველას შემთხვევაში, ეს იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, რადგან სხვადასხვა სახის მოთხოვნების დაკმაყოფილება იქნება საჭირო. მაგალითად, ლაბორატორიული ტესტები ტექნიკური ფაილების შედგენა, რაც დამატებით თანხებთან იქნება დაკავშირებული. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეგულაციის მიღება ძალიან დროულია. გამოიკვეთა სხვადასხვა ასპექტი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.  ჩვენგან ადგილობრივი მწარმოებლებისგან განსხვავებით იმპორტიორებს სხვა საკითხთან ექნებათ საქმე. კერძოდ, ისინი ვალდებულები გახდებიან, მოხმარების ინსტრუქციაში მოხმარების წესები ქართულ ენაზეც მიუთითონ და მათ ამაში დამატებითი ინვესტიცია განახორციელონ, რომ იმპორტირებულ პროდუქციას ანოტაციაზე დამატებით ქართულ ენაზეც ეწეროს დეტალები. ამ ყველაფერს პროცესების გართულებასთან მივყავართ, მაგრამ ეს ყველამ ვიცოდით და სექტორი სრულად ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს,“ - განაცხადა სონღულაშვილმა.

 

რაც შეეხება ქართველ მწარმოებლებს, „თამაშობანას“ თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ მათი მთავარი პრობლემა ქვეყანაში სათამაშოების ხარისხის შემოწმებისთვის საჭირო ლაბორატორიების არარსებობაა, საზღვარგარეთ პროდუქციის გამოკვლევა კი, მის მნიშვნელოვნად გაძვირებას გამოიწვევს.

მისივე თქმით, ჯერ ევროპული რეგულაციის ადაპტაცია არ ხდება და მხოლოდ მასთან მიახლოება ხდება.

„დაწყებით ეტაპზე ყველა კომპანიამ ჩვენი წარმოების ტექნიკური ფაილები უნდა შევიმუშაოთ თუ რა ნედლეულს ვიყენებთ ჩვენ წარმოებაში და რა ტექნიკური ნაბიჯებია საჭირო, რომ საბოლოო პროდუქტამდე მივიდეთ. ამით ჩვენი პროდუქტის ხარისხის გაკონტროლება მოხდება. მასშტაბების გაზრდას უნდა ვეცადოთ, რაც საქართველოში რთულია, იმიტომ, რომ ბაზარი საკმაოდ პატარაა, ხოლო შესაბამისად მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია. თუმცა მიუხედავად ამისა, ბავშვების ჯანმრთელობისთვის მავნე სათამაშოების ბაზრიდან ამოღება ქართველ მწარმოებლებს ხელს შეგვიწყობს, რომ ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ და  ეს ექსპორტზე გასვლასაც გაგვიმარტივებს", - განაცხადა ნონა სონღულაშვილმა.