30.მარტი .2019 11:45

სასტუმრო "ქვევრი" - კახეთში განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო შენდება

views 4642
უკან


2019 წლის ბოლოს კახეთში, სოფელ შალაურში, ბიზნეს კლასის სასტურმო "ქვევრი" გაიხსნება, რომელიც სტუმრებს საქართველოს და რეგიონის მასშტაბით, სრულიად განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს.

როგორც bm.ge-ს ბიზნესის თანადამფუძნებელმა გიორგი კლდიაშვილმა განუცხადა, აპრილში პროექტის მშენებლობა დაიწყება და 2019 წლის ბოლოს უკვე სასტუმრო სტუმრებს უმასპინძლებს.

რაც შეეხება სივრცის განსხვავებულ კონცეფციას, ის ერთი, 15–ნომრიანი ძირითადი შენობით და 15-ი ქვევრით (ნომრების სახით) იქნება წარმოდგენილი.

სასტუმროს გარდა, 3 ჰექტარი მოცულობის მიწაზე საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ბარი, მარანი, სპა, ტერასა, საბავშვო და დიდი აუზები მოეწყობა.

"ამ ეტაპზე ბანკებთან პროექტის დაფინანსებაზე მოლაპარაბებების პროცესი მიმდინარეობს, ხოლო დაფინანსების შემდეგ მშენებლობას დავიწყებთ. პროექტის დაფინანსება ასევე, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მოხდება. თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება და იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ ამით ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს", - განაცხადა კლდიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა