05.მაისი.2016 22:04
საზოგადოება

სასტუმრო, გალერეა, კაფე-ბარები - როგორი იქნება განახლებული გუდიაშვილის მოედანი (ფოტო)

სასტუმრო, გალერეა, კაფე-ბარები - როგორი იქნება განახლებული გუდიაშვილის მოედანი (ფოტო)
საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი თბილისის განვითარების მიერ 2016 წლის 25 თებერვალს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო გუდიაშვილის მოედანზე - გია აბესაძის ქ. 23/1, აბო თბილელის ქ. 3/8 და აბო თბილელის N3 - ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის და ისტორიულ გარემოსთან ადაპტირებული თანამედროვე შენობის საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოვლენა.
 
აბო თბილელის N3/8-სა და N3-ში გაიმარჯვა "ატელიერ არქიტეტქს"-მა - რატი ჩომახიძემ და ვახტანგ კასრელიშვილმა, ხოლო გია აბესაძის ქ. N23/1-ში საუკეთესო პროექტი არქიტექტორთა ჯგუფმა : დავით ავალიშვილმა, ნიკოლოზ მჭედლიძემ და ლევან კალანდარიშვილმა წარმოადგინა.

პროექტების მიხედვით, გუდიაშვილის მოედანზე შეიქმნება ახალი, თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები, რომლებსაც კულტურული და საზოგადოებრივი ფუნქციური დატვირთვა ექნება.

საკონკურსო წინადადების მიხედვით, გია აბესაძის ქუჩა N23/1 - ში მოეწყობა გალერეა, ხოლო აბო თბილელის ქ.3/8-სა და აბო თბილელის ქ.3-ში სასტუმროს, კაფე-ბარის, პარკინგის და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სივრცეები განთავსდება.

პროექტების პრეზენტაცია დღეს შედგა. „საერთაშორისო კონკურსის გზით შეირჩა წარმოდგენილი პროექტებიდან საუკეთესო, შესაბამისად, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ პროექტები კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით განხორციელდეს, რაც მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისთვის და მეორეს მხრივ, ამ ტერიტორიის მიმზიდველობის გაზრდისთვის, ვინაიდან, ეს ტურისტული თვალსაზრისითაც არის ძალიან საინტერესო. პროექტის განხორციელება მოგვცემს საშუალებას, რომ ამ ტერიტორიის მიმზიდველობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება,“- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

16.ივლისი.2019 21:40
175

CNN-ი, Bloomberg-ი, Nat. Geo - მთავრობამ ამ კომპანიებს საქართველოს რეკლამა დაუკვეთა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:30
146

გაძვირდება თუ არა მგზავრობა?- რას ამბობენ "თბილისის მიკროავტობუსში"

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:22
144

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია დაამტკიცა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:15
219

"ჭიდაობის ფედერაციამ „ოცნების“ დეპუტატის დის სასტუმროს 1,6 მილიონი ლარი გადაურიცხა"

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:34
147

"ჩვენ ყველა პროექტს დავეხმარებით სახელმწიფო გარანტიით" - ბახტაძე ტურიზმზე

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:15
442

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა წლის ბოლომდე შეიზღუდება

ვრცლად