მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში" აღდგენითი თერაპიის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა იგეგმება

5cc2e6059eebf
BM.GE
26.04.19 15:04
971
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ფონდის კუთვნილ სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში” მედიცინის გამაჯანსაღებელ ცენტრში უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები დაინერგება.

ფონდის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე მიიღეს, რომელშიც მონაწილეობა სამედიცინო დარგში საქართველოს და საერთაშორისო აკადემიური წრეების 120-მდე წარმომადგენელმა, ასევე, მსოფლიოში აღიარებულმა სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიებმა მიიღეს.

მათ შორის იყვნენ, იტალიის მაღალინტენსიური ლაზერული მაღალინტენსიური თერაპიული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია “Asalaser“ და ანტიგრავიტაციული სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი ამერიკული კომპანია “Alter Ge“.

კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესახებ იმსჯელეს. ტურუსტების მოზიდვის მიზნით, აქცენტი გაკეთა საქართველოში არსებულ სამკურნალო კურორტებსა და მათი შესაძლებლობების ზრდაზე.

კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორები სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ და „დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი“ არიან აღინიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემდგომი არდგენითი რეაბილიტაცია პრობლემად რჩება.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი” ინოვაციური სარეაბილუტაციო ტექნოლოგიებით აღიჭურვება. მათ შორისაა მაღალინტენსიური ლაზერი, რობოტიზირებული მრავალტალღოვანი ლაზერი, მაგნიტოთერაპია და დარტყმითტალღოვანი თერაპია, ანტიგრავიტაციული აღდგენითი თერაპია და სხვა.