16.ივნისი.2019 18:30
ეკონომიკა

საშა ტერნესი: კარგი იქნება, თუ საქართველო სამრეწველო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს

საშა ტერნესი: კარგი იქნება, თუ საქართველო სამრეწველო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარის საშა ტერნესის აზრით, საქართველოს მთავრობამ ძირითადი პრიორიტეტები და სტრატეგიული სექტორები უნდა განსაზღვროს.

ამის შესახებ მან bm.ge-ისთან ისაუბრა.

„ეს ის არის, რასაც მე უკვე ბევრი წლის განმავლობაში ვამბობ. კარგი იქნება, თუ ქვეყანა ჩამოაყალიბებს და იქონიებს სამრეწველო პოლიტიკას. ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ მრეწველობაზე უნდა იყოს მიმართული, არამედ ზოგადად იმ სექტორებზე, რომლებიც ეფექტიანი და მომგებიანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის... ვფიქრობთ, განსაკუთრებით პატარა ქვეყანამ უნდა იფიქროს და განსაზღვროს კონკრეტული ნიშები. მაგალითად, თუ მთავრობა, ისევე როგორც კერძო სექტორი, ჩამოყალიბდება კონკრეტულ 4-5 მიმართულებაზე და მთელ ძალებს მიმართავს ამ მიმართულებით, ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება. არ ვსაუბრობ მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, არამედ თუნდაც როგორც აგრო სექტორშია კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერასაც გულისხმობს. მაგალითად, გერმანიაში ათწლეულების წინ დაიწყო ეს პროცესები და ახლაც კი ასეა, რომ ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ და კონცენტრირებული ვართ მხოლოდ რამდენიმე სექტორზე, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რომელიც მოწინავე და ძირითადი დამსაქმებელია ქვეყანაში. აუცილებლად საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველო ძალიან დიდი ოდენობის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს უცხოეთიდან. ერთი მხრივ, მაგალითად ევროპული ქვეყნებისთვის ეს ძალიან კარგია, თუმცა თუ საქართველოს ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ და შევხედავთ სავაჭრო ბალანსს, ვნახავთ დიდ დეფიციტს. აი, მაგალითად, თუ თქვენ აღარ განახორციელებთ საკვები პროდუქტების 70%-ის იმპორტს, წარმოიდგინეთ, 70%-ია იმპორტის მაჩვენებელი, გაიზრდება ადგილობრივი წარმოება. საქართველო ხომ ძალიან მდიდარი ქვეყანაა ამ თვალსაზრისით. თავის მხრივ, იმპორტის ჩანაცვლება დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის ქვეყანაში“, - აცხადებს ტერნესი.

ამასთან, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე იმასაც უსვამს ხაზს, რომ მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ეფექტიანობა.

„წინა ადმინისტრაციისგან (მთავრობისგან) განსხვავებით, ამ მთავრობის პირობებში ძალიან დიდი ოდენობის ინვესტიციები არის მიმართული სოფლის მეურნეობის სექტორში, მხარდაჭერის პროექტებისა და მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის სახით. აღნიშნული პროგრამები უკვე 7-8 წელია ხორციელდება, თუმცა მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ იმას, თუ რამდენად ეფექტიანი გამოდგა ეს პროგრამები. მაგალითად, თუ ვნახავთ სოფლის მეურნეობის წილს მთლიან შიდა პროდუქტში, ის არც ისე შეცვლილია, ასეა დასაქმების ნაწილშიც. საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს ღირებულებათა ჯაჭვი, ასევე პრობლემად რჩება სამეურნეო მიწების ფრაგმენტირების საკითხი. ადგილზეა სტრატეგიული და კონცეპტუალური პრობლემები, რომლებიც ხელშემწყობი პროგრამებით ვერ გადაიჭრება“, - აღნიშნა მან.
ავტორი: თელარა გელანტია

23.ივლისი.2019 00:05
153

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
169

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
999

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
200

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
691

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
317

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად