24.თებერვალი.2016 13:25
მსოფლიო

სასამართლომ J&J-ს კიბოთი გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახისთვის, 72 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა

სასამართლომ J&J-ს კიბოთი გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახისთვის, 72 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა
კომპანია Johnson & Johnson-ი 72 მილიონ დოლარს გადაიხდის, მისურის შტატში მცხოვრები ქალბატონის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, რომლის სიკვდილიც კომპანიის პროდუქციის გამოყენებასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, ქალბატონი წლების განმავლობაში, J&J-ის საშხაპე საშუალებებს იყენებდა, მისი გარდაცვალების მიზეზი კი საკვერცხის კიბო გახდა.

როიტერსის ინფორმაციით, შტატების საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გუშინ ღამით გამოიტანეს. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანია გაყიდვების გაზრდის მიზნით, წლების განმავლობაში მალავდა ფაქტს, რომ მის პროდუქციას შესაძლოა კიბო გამოეწვია, ტალკის ფხვნილის შემცველობის გამო. მხოლოდ მისურის შტატში მსგავსი ტიპის 1000-ზე მეტი საქმეა აღძრული, 200-მდე კი ნიუ-ჯერსიში. ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანია გულგრილობაში, თაღლითობასა და შეთქმულებაში სცნეს დამნაშავედ. ოჯახის ადვოკატის ცნობით, კომპანიამ რისკის შესახებ ჯერ კიდევ 1980 წელს იცოდა, თუმცა მას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.

"ჩვენი პასუხისმგებლობა მომხმარებლის ჯანმრთელობის მიმართ ძალიან მაღალია. იმედგაცრუებულები ვართ მომხდარი ფაქტის გამო. თანავუგრძნობთ მოსარჩელის ოჯახს, თუმცა მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოებას არაერთი მეცნიერული მტკიცებულება უწყობს ხელს", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

16.ივლისი.2019 20:45
90

კრისტინ ლაგარდი IMF-ს 12 სექტემბერს დატოვებს

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:05
214

იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ვრცლად
16.ივლისი.2019 15:15
256

AFRASIA BANK: ბოლო 10 წელიწადში რუსეთი 10%-ით გაღარიბდა

ვრცლად
16.ივლისი.2019 14:17
113

Volvo 507,000 დიზელის ავტომობილს უკან გაიწვევს.

ვრცლად
16.ივლისი.2019 13:28
212

Nestle უშაქრო შოკოლადის შექმნაზე მუშაობს

ვრცლად
16.ივლისი.2019 13:11
565

EU თურქეთს სანქციებს დაუწესებს და საინვესტიციო პროექტებს შეაჩერებს

ვრცლად