24.თებერვალი.2016 13:25
მსოფლიო

სასამართლომ J&J-ს კიბოთი გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახისთვის, 72 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა

სასამართლომ J&J-ს კიბოთი გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახისთვის, 72 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა
კომპანია Johnson & Johnson-ი 72 მილიონ დოლარს გადაიხდის, მისურის შტატში მცხოვრები ქალბატონის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, რომლის სიკვდილიც კომპანიის პროდუქციის გამოყენებასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, ქალბატონი წლების განმავლობაში, J&J-ის საშხაპე საშუალებებს იყენებდა, მისი გარდაცვალების მიზეზი კი საკვერცხის კიბო გახდა.

როიტერსის ინფორმაციით, შტატების საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გუშინ ღამით გამოიტანეს. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანია გაყიდვების გაზრდის მიზნით, წლების განმავლობაში მალავდა ფაქტს, რომ მის პროდუქციას შესაძლოა კიბო გამოეწვია, ტალკის ფხვნილის შემცველობის გამო. მხოლოდ მისურის შტატში მსგავსი ტიპის 1000-ზე მეტი საქმეა აღძრული, 200-მდე კი ნიუ-ჯერსიში. ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანია გულგრილობაში, თაღლითობასა და შეთქმულებაში სცნეს დამნაშავედ. ოჯახის ადვოკატის ცნობით, კომპანიამ რისკის შესახებ ჯერ კიდევ 1980 წელს იცოდა, თუმცა მას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.

"ჩვენი პასუხისმგებლობა მომხმარებლის ჯანმრთელობის მიმართ ძალიან მაღალია. იმედგაცრუებულები ვართ მომხდარი ფაქტის გამო. თანავუგრძნობთ მოსარჩელის ოჯახს, თუმცა მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოებას არაერთი მეცნიერული მტკიცებულება უწყობს ხელს", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

18.ივნისი.2019 00:20
269

ბრედლი კუპერი: მსახიობის ქონება

ვრცლად
17.ივნისი.2019 23:30
436

წყალში ჩაძირული თვითმფრინავი

ვრცლად
17.ივნისი.2019 23:30
122

Huawei პროდუქციას ამცირებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 22:10
215

ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვენესუელა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას იწყებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 21:05
278

ბიტკოინის ფასი 9000 აშშ დოლარს გადაცდა

ვრცლად
17.ივნისი.2019 13:25
13856

ქართველების უკანონოდ გადაყვანა ისრაელში - დაკავებულია 14 ადამიანი

ვრცლად