მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

5cc02cade29b2
თელარა გელანტია
24.04.19 13:29
666
17 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის რ.ბ-ს ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 16,749.45 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 259.24 გრამი) გამოავლინეს.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.