08.თებერვალი .2016 21:02

სარა უილიამსონი: რუსული ბაზრის პრობლემა ისაა, რომ მასზე ხანგრძლივ პროგნოზს ვერ გააკეთებ

views 1387
უკან

"რუსულ ბაზარზე ხანგრძლივ პროგნოზს ვერ გააკეთებ", - განაცხადა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი", ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, სარა უილიამსონმა. მისი თქმით, საქართველოში რუსეთის საკითხის ზედმეტი პოლიტიზება ხდება და მასთან მინიმუმ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვა შესაძლებელია.
 
"გინდათ ეს თუ არა, თქვენ რუსეთის სავაჭრო პარტნიორი ხართ, ეს კი უზარმაზარი ბაზარია ჩრდილოეთ საზღვრებთან. რუსეთთან მინიმუმ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვა შეიძლება. ჩვენ ინვესტორებს ვუხსნით ხოლმე, რომ რუსული ბაზრის პრობლემა ისაა, რომ მასზე ხანგრძლივ პროგნოზს ვერ გააკეთებ.

ჩვენ ნამდვილად ვერავის მივცემთ კონსულტაციას, რომ ბიზნესგეგმა რუსეთის ბაზარის პერსპექტივაზე დააფუძნოს. თუმცა, საქართველოში რუსეთის საკითხის ზედმეტი პოლიტიზება ხდება. გამორიცხულია საქართველომ დასავლურ კურსს ზურგი აქციოს. საქართველოსთის ევროკავშირი და ნატო საკმაოდ მნიშვმნელოვანია", - განაცხადა სარა უილიამსონმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა