მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: 7 თვეში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 4.7%-ით შემცირდა

5d5a5074bada9
თელარა გელანტია
19.08.19 11:24
906
2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 065.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 102.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 963.1 მლნ. აშშ დოლარს (4.7%-ით ნაკლები).

საქსტატის მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ივლისში, 2 860.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.

ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა და 1 311.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.