მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

5d5a79cca49f1
თელარა გელანტია
19.08.19 21:00
1461
საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს.

ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.
„აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 55.3 პროცენტს, ხოლო კაცებში 73.5 პროცენტს შეადგენდა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი შემცირებულია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 0.4 და 0.2 პროცენტული პუნქტით.
2019 წლის II კვარტალში ქალების დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელია, ხოლო კაცებში - 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი“, - აცხადებენ საქსტატში.