16.დეკემბერი.2015 16:03
კრიპტოვალუტები

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სფეროშია

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სფეროშია
საქართველოში საშუალო ხელფასი 930 ლარია. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი საფინანსო სექტორშია, ყველაზე დაბალი კი განათლებაში. საფინანსო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 1499 ლარს შეადგენს. საფინანსო სექტორის შემდეგ ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება სახელმწიფო მმართველობაში, სადაც საშუალო ანაზღაურება 1313 ლარია. 1219 ლარით განისაზღვრა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება. მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება 1412 ლარია, სამთომოპოვებით სფეროში დასაქმებულების ანაზღაირება კი თვეში საშუალოდ 1228 ლარია.
 
ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორში ფიქსირდება და ის 470 ლარს შეადგენს. 843 ლარით განისაზღვრა ჯანდაცვის სფეროს მუშაკთა საშუალო ანაზღაურება. სასტუმროებისა და რესტორნების ქსელში დასაქმებულების ანაზღაურება საშუალოდ 613 ლარია.

საშუალოდ 592 ლარის ანაზღაურებას იღებენ სოფლის მეურნეობის სფეროში დაქირავებით დასაქმებული პირები, შედარებით ნაკლებია ანაზღაურება მეთევზეობის სფეროში და ის 478 ლარს შეადგენს. რაც შეეხება დამამუშავებელი მრეწველობის სფეროს, - საშუალო თვიური ანაზღაურება სექტორში 825 ლარია.

05.ივნისი.2019 11:11
4903

ბიტკოინი ისევ იაფდება

ვრცლად
15.მაისი.2019 00:02
6452

ბიტკოინის ფასი $8,000-მდე გაიზარდა

ვრცლად
09.მაისი.2019 01:21
6742

ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:52
1841

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

ვრცლად
15.აპრილი.2019 12:10
695

ირაკლი ლექვინაძე: აგარის შაქრის ქარხანა კონსერვაციის რეჟიმშია

ვრცლად
03.აპრილი.2019 13:28
1026

Bitcoin-ის ფასი $5000-მდე გაიზარდა

ვრცლად