მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

5d34651c0c701
დავით ჯალაღონია
21.07.19 20:50
2227
ტაილანდური კომპანია Kantana Motion Pictures ქართულ Georgian Film Production–თან თანამშრომლობით საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებს.

როგორც BM.GE–ს Georgian Film Production–ის საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა თაკო ჟღენტმა განუცხადა, სერიალის სიუჟეტის რამდენიმე ნაწილის გადაღებები თბილისში, მესტიასა და ქუთაისშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე გადამღები ჯგუფი მესტიაში მუშაობს.

რაც შეეხება სერიალის შინაარს, თაკო ჟღენტის ინფორმაციით, სერიალი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, კერძოდ სიამის ტყუპებზე.

"პირველი სიამის ტყუპი ტაილანდში, სოფელ სიამში გაჩნდა და ამის შემდეგ ჰქვია სიამის ტყუპები", – აღნიშნა მან.

მისი განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებულ სცენებში 1870-იანი წლების ნიუ–იორკში ხდება მოქმედება.

პროექტი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება. საქართველოში გადაღებები რვა დღის განმავლობაში გაგრძელდებ. 

ცნობისთვის: პროგრამა "გადაიღე საქართველოში" ინვესტორისთვის დახარჯული კვალიფიციური ხარჯის 25%–ის ანაზღაურებას ითვალისწინებს.