18.აპრილი.2019 15:24
ეკონომიკა, მსოფლიო

საქართველოში შესაძლოა, Game of Thrones–ის ვისკი შემოვიდეს

საქართველოში შესაძლოა, Game of Thrones–ის ვისკი შემოვიდეს
საქართველოში შესაძლოა, Game of Thrones–ის ვისკი შემოვიდეს. როგორც bm.ge-ს საქპატენტში განუცხადეს, Home Box Office-მა მათ გასულ წელს მიმართა და საქპატენტმა დადებითი გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რაც მიმდინარე წლის 25 აპრილს შევა ძალაში.

"ესაა HBO-ს მე-11 ნიშანი. HBO–მა Game of Thrones–ის ვისკის სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის 2018 წელს მოგვართა, თუმცა არსებობს 3–თვიანი ვადა, როცა ეს გადაწყვეტილება შეიძლება, ვინმემ გაასაჩივროს", - აცხადებენ საქპატენტში.

შეგახსენებთ, რომ HBO ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელია და მას Home Box Office Group მართავს, რომელიც ტაიმ უორნერის ნაწილია. რაც შეეხება Game of Thrones-ს, იგი შოტლანდიური ვისკის კოლექციაში 8 სხვადასხვა ვისკით არის წარმოდგენილი, პოპულარული სატელვიზიო სერიალის 8 სახლის სახელწოდებით - ტულის, სტარკების, ტარგარიანების, ლანისტერების, გრეიჯოის, ბარათეონის და ტირელის სახლები და ღამის გუშაგი.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

20.მაისი.2019 10:29
14

ისარგებლე Trade-In აქციით და გადაცვალე შენი სმარტფონი სამსუნგის უახლეს Galaxy S10-ზე

ვრცლად
20.მაისი.2019 10:12
60

რატომ ყოვნდება ენერგეტიკაში პროექტების განხორციელება? - თურნავას განმარტება

ვრცლად
19.მაისი.2019 21:42
205

„ჯორჯიან მანგანეზი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
19.მაისი.2019 21:00
159

„ინვესტორსაც უნდა შევუქმნათ კომფორტი“ - თურნავა ენერგეტიკაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

ვრცლად
19.მაისი.2019 19:00
346

მინისტრი: ინვესტორებს საინვესტიციო პროექტების მზა კატალოგს შევთავაზებთ

ვრცლად
19.მაისი.2019 18:20
445

„გარწმუნებთ, „მწვანე ავტობუსებს“ პრაქტიულად გამონაბოლქვი არ აქვს“

ვრცლად