14.თებერვალი .2016 19:28

საქართველოში სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემა ინერგება

views 2131
უკან

Pro-Service-მა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ახალი პროდუქტი შექმნა - სასტუმროების მართვის და ონლაინ დაჯავშნის სისტემა, რომლის პრეზენტაციაც ორშაბათს გაიმართება. ელექტრონული სერვისით, სასტუმროების სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები. ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა.

პროექტის დეტალებზე "საქმიან დილასთან" Pro-Service-ის დირექტორი, რეზო ნატროშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროდუქტის დანერგვა მსოფლიოში სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია. 

"აქამდე სასტუმროების დასაჯავშნად უცხოელ ოპერატორებს იყენებდნენ. თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ აუცილებელი იყო ისეთი ქართული პროდუქტის შექმნა, რომელიც სასტუმეროებს საკუთარ ონლაინ დაჯავშნის სისტემას შესთავაზებდა. გამოვკითხეთ სასტუმროები და მუშაობის პროცესში ჩავრთეთ. ისინის ამ სისტემით გაყიდვების სტატისტიკით დაინტერესდნენ. აქამდე ონლაინ დაჯავშნა ელექტრონული ფოსტით ხორციელდებოდა. პროდუქტის შექმნას წელიწადი და სამი თვე დასჭირდა. ბოლო თვეა მისი ტესტირება მიმდინარეობს, რის შედეგადაც მოვახდინეთ ანონსირება. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ეს პირველი პროექტია, რომელიც ქართულ სასტუმროებს ელექტრონული დაჯავშნისა და მართვის სისტემას შესთავაზებს", - ამბობს რეზო ნატროშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა