05.მაისი .2016 13:00

საქართველოში "ჰენკელის" საწარმოს მშენებლობა რამდენიმე კვირაში დასრულდება

views 1805
უკან

საქართველოში "ჰენკელის" საწარმოს სამშენებლო სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დასრულდება, მისი ოფიციალური გახსნა კი ორი თვის ვადაში იგეგმება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ განუცხადა, საქართველოში "ჰენკელის" შემოსვლა სხვა ინვესტორებისთვისაც მესიჯია.
 
"ჩვენთვის ასეთი ინვესტორები ძალიან მნიშვნელოვაია, რადგან როცა ჰენკელი საქართველოში შემოდის და მარტივად რომ ვთქვათ ამბობს, რომ აქ მარტივია ფულის კეთება ეს მესიჯია სხვა ინვესტორებისთვს. გერმანული ინვესტიციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს საქართველოში გადმოიტანოს თავისი ბიზნეს პროცესები და შემდგომ უკვე საქართველოში წარმოებული სერვისები და პროდუქტები შეიტანონ ევროპაში", - განაცხადა პერტაიამ.

შეგახსენებთ, რომ გარდაბანში "ჰენკელის" ქარხნის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. საწარმოში 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. საქართველოში წებოცემენტის საწარმოს შექმნით "ჰენკელი" 2013 წლის ბოლოს დაინტერესდა.