02.აპრილი .2016 14:27

საქართველოში პირველი სამგანზომილებიანი ქვეითთა გადასასვლელი მოიხატა (ფოტო)

views 2811
უკან

დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტის "მოხატე უსაფრთხოების“ ფარგლებში საქართველოში პირველი სამგანზომილებიანი ქვეითთა გადასასვლელი მოიხატა.
 
რობაქიძის ქუჩაზე მდებარე "ზებრა“ გადასასვლელს სტუდენტები, დიდუბის რაიონის გამგეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ერთობლივად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხატავდნენ. ფერად "ზებრა“ გადასასვლელზე მათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სლოგანი - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ დაწერეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებმა და გამგეობის თანამშრომლებმა ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი „ზებრა“ გადასასვლელი უკვე მოხატეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.