28.აპრილი.2016 15:53
საზოგადოება

საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შემცირდა

საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შემცირდა
2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 15 პროცენტით ნაკლებია. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 591 181 კაცი.
 
საქსტატის ინფორმაციით, შემცირება უფრო მეტად სოფლის მოსახლეობამ განიცადა: სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის კლებამ 23,7 პროცენტი, ხოლო ქალაქის მოსახლეობის კლებამ 7,1 პროცენტი შეადგინა.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია. მატება ძირითადად განპირობებულია მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების ქ. თბილისთან შემოერთებით.

საქართველოს სხვა რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (29,0 პროცენტი), ხოლო ყველაზე ნაკლები - აჭარის ა.რ.-ში (10,6 პროცენტი).

17.ივლისი.2019 16:09
60

ჩუღურეთში თბილისური ტიპის ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

ვრცლად
17.ივლისი.2019 13:00
522

ბიძინა ივანიშვილი: „კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია"

ვრცლად
17.ივლისი.2019 12:54
1121

ივანიშვილი: "იმენნა რუსი ტურისტი რომ შემოდის...უკაცრავად, რუსული სიტყვა გამოვიყენე"

ვრცლად
17.ივლისი.2019 12:47
277

ბიძინა ივანიშვილი: რეგიონებში გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას

ვრცლად
17.ივლისი.2019 12:45
193

ივანიშვილი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას "პროტოკოლურ შეცდომას" უწოდებს

ვრცლად
17.ივლისი.2019 12:40
436

ივანიშვილი: მიაქციეთ ყურადღება, თვითონ ევროპელები როგორ იქცევიან რუსული ბაზრისთვის

ვრცლად