მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში იმპორტი შემცირდა

5cb974d8e517c
BM.GE
19.04.19 11:10
653
2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 826.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ. აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მარტში, 1 155.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით გაიზარდა და 553.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2014-2019 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.