26.აპრილი.2016 11:58
ეკონომიკა

საქართველოში ფილმის გადაღებით "დისნეი" დაინტერესდა

საქართველოში ფილმის გადაღებით "დისნეი" დაინტერესდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად დაიწყო ახალი, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია და ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული შედეგებიც მიიღო.

ბოლო 5 დღის განმავლობაში ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სამი კერძო საპროდიუსერო კომპანიაც (JTW Metro; Millimeter Film და ABK communications) ლოს-ანჯელესში იმყოფებოდნენ. დელეგაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია ხელმძღვანელობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა წამყვანი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებთან, ქართულმა მხარემ მონაწილეობა მიიღო ლოს-ანჯელესის ლოკაციების საერთაშორისო გამოფენაში, ასევე ქართული დელეგაცია დაესწრო ლოკაციების სკაუტების საერთაშორისო დაჯილდოებას.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრები ჰოლივუდის გავლენიან საპროდიუსერო კომპანიებთან, როგორებიცაა: Paramount Pictures, NBC universal, Universal Pictures, Warner Brothers, HBO, Fox.

ვიზიტის დასასრულს, 25 აპრილს, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ გამორჩეულ, ლეიკას გალერეაში უმასპინძლა გავლენიანი საპროდიუსერო კომპანიების, მედიისა და კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სააგენტოების წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია შეხვედრა დისნეისთან, რომელმაც საკუთარ სათაო ოფისში უმასპინძლა პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციას და შესაძლებლობა მისცა საკუთარ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების Marvel Entertainment LLC და ABC Television Group-ის წარმომადგენლებს გასცნობოდნენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილმდებარეობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისნეის მხრიდან კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მიმართ ინტერესი უკვე გამოითქვა და უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტიც დაიგეგმა.

ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში, ლოკაციების სკაუტების დაჯილდოების საერთაშორისო ცერემონიაზე ქართული დელეგაციის წევრებმა გაიცნეს მსოფლიოში აღიარებული ისეთი ფილმებისა და სერიალების ლოკაციების მენეჯერები, როგორიცაა Game of Thrones, Sense 8, Grand Hotel Budapest.

 

16.ივლისი.2019 19:50
47

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯა

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:10
100

BAT „თბილისის თამბაქოს“ პასუხობს

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:00
123

დიღომში ახალი სპორტის სასახლე აშენდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:32
131

„ჯორჯიან ეარვეისი“: მოსალოდნელ მგზავრთა 40%-მა ბილეთები უკან დააბრუნა

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:21
54

"მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში"

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:04
121

პრემიერი: რუსეთში ტურიზმის მარკეტინგზე 13 მლნ-ის ხარჯვა სწორი გადაწყვეტილება იყო

ვრცლად