03.თებერვალი.2016 19:28
საფინანსო სექტორი

საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 17 113 სესხია გაცემული

საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 17 113 სესხია გაცემული
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 17113 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი ამ თვეში არ გაეზარდათ, რადგან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 978.7 მლნ ლარის სესხია გაცემული.
 
"ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა, თუმცა გაზრდილია მთლიანი პორტფელი - 970.6 მილიონი ლარიდან, 978.7 მილიონამდე.
17113 ხელშეკრულებიდან 6307 სამომხმარებლო სესხია. მოცულობა კი 67.1 მილიონი ლარია. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრისთვის 16.8% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 5636 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.9%-ში. მთლიანი პორტფელი კი 270.8 მილიონი ლარია.

2392 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 614,49 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 150.2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15.3%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 იანვრის მონაცემებით 464.3 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.6%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 29 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 971,86 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16.56%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2749 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 25.4 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 17.1%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

გასული წლის 1 კვარტლიდან ბანკებმა იპოთეკურ და ბიზნეს სესხებთან ერთად აქტიურად დაიწყეს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სხვა ტიპის სესხების გაცემაც, რაც ლარის რესურსზე მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული. მოქალაქეები ამჯობინებდნენ აეღოთ სესხი ეროვნულ ვალუტაში, თუნდაც იგი ყოფილიყო არა ფიქსირებული, არამედ ცვლადი. თუმცა წლის ბოლოსკენ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ მასზე მიბმულ სესხებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.

ეროვნული ეკონომიკისთვის აუცილებელია, რომ ბანკებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი რესურსი ლარში, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გამოიწვევს. ამ მხრივ მნიშნელოვანია ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის წახალისება, რაც ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდითაც მიიღწევა. ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ზრდა არ არის მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ინფლაციის მკვეთრი შემცირების პირობებში დაიწყებს", - განმარტავენ საზოგადოება და ბანკებში.

17.ივლისი.2019 16:00
615

თამაზ გიორგაძის დაფუძნებულ Raisin-ში Goldman Sachs-მა €25 მნლ ჩადო

ვრცლად
17.ივლისი.2019 13:07
37

"ბაზისბანკმა" აღმაშენებლის გამზირზე განახლებული სერვისცენტრი გახსნა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:44
459

მირკოსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი მცირდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:07
281

ADB-მ საქართველოს ბანკთან და G&T-თან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

ვრცლად
16.ივლისი.2019 15:30
252

Euromoney-მა თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

ვრცლად
15.ივლისი.2019 18:10
92

V CARD - ვითიბი ბანკის ახალი საკრედიტო ბარათი

ვრცლად