23.თებერვალი .2016 23:26

საქართველოში ჩეხური ლუდის ქარხანა აშენდება

views 1806
უკან

წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ - შეხვედრა საქართველოს დელეგაციასა და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებთან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს დელეგაციას სამუშაო სადილზე ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლა. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის ყველა იმ მიმართულებას, რომელთა მიმართაც ჩეხური ბიზნესის წარმომადგენლებმა ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატეს. პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით,  უკვე გადაწყდა საქართველოში ჩეხური ლუდის სახარშისა და ქარხნის მშენებლობა.