მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბენზინი გაძვირდა - ბაზრის მიმოხილვა

5cbd696043127
ლევან თაღიაშვილი
22.04.19 12:20
1646
28 მარტის შემდეგ ნიუ-იორკის ნავთობის ბირჟაზე ფასი თითქმის 5 დოლარითაა მომატებული, რაც წლის მაქსიმუმს უდრის. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი ნიუ-იორკში 60 ცენტითაა მომატებული და 64 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ლონდონს, აქაც ფასის ზრდის ათვლის წერტილი 28 მარტია, რის შემდეგაც ნავთობის ღირებულება ნიუ-იორკის მსგავსად 5 დოლარითაა მომატებული, ბოლო 1 კვირაში ღირებულების სხვაობა თითქმის 80 ცენტია. ფასი 71 დოლარი და 97 ცენტია.

როგორც CNBC წერს, ბოლო დროინდელი ფასის მატების მთავარი მიზეზი საუდის არაბეთის მხრიდან ექსპორტის შემცირება და ამერიკის შეერთებული შტატების შემცირებული მარაგებია. გამოცემის მიხედვით, ამერიკის მარაგები ბოლო 4 კვირის განმავლობაში პირველად შემცირდა, საუდის არაბეთის მხრიდან ნავთობის ექსპორტი კი, 277,000 ბარელით შემცირდა. გარდა ამისა, ამერიკის სანქციებმა ვენესუელასა და ირანზე ასევე შეამცირა ნავთობის მიწოდება და ჯამურად ამ ყველაფერმა ე.წ "შავი ოქროს" ფასის გაზრდა გამოიწვია.

რაც შეეხება საქართველოს 1 კვირის განმავლობაში 2-მა ნავთობკომპანიამ, „ვისოლმა და ლუკოილმა“, შესაბამისად, 5 და 4 თეთრით გააძვირა როგორც პრემიუმის, ასევე რეგულარის ტიპის საწვავი. თუ მსოფლიოში არსებული ტენდენციები არ შეიცვალა, შესაძლოა, რამდენიმე თეთრით კიდევ მოიმატოს ღირებულებამ და ეს არამარტო „ვისოლის“ და „ლუკოილის“, არამედ ხუთივე ნავთობკომპანიის შემთხვევაში მოხდეს.