09.დეკემბერი.2015 11:38
ეკონომიკა

საქართველოში აზერბაიჯანული და თურქული ინვესტიციები სამი წლის მაქსიმუმზეა

საქართველოში აზერბაიჯანული და თურქული ინვესტიციები სამი წლის მაქსიმუმზეა
აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანულმა ინვესტიციებმა საქართველოში 173 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტლის მონაცემებზე 13 მილიონით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 63 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან უცხოურ ინვესტიციებში, 35 პროცენტია.
 
მეორე ადგილზე ნიდერლანდებია 11 პროცენტით. მესამე კვარტალში ნიდერლანდებიდან საქართველოში 55 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან და წინა კვარტალთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.

საქართველოს მესამე უმსხვილესი ქვეყანა თურქეთია, რომლის წილიც მთლიან მოცულობაში 9 პროცენტია. მესამე კვარტალში საქართვეოში თურქეთიდან 43 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც ასევე სამი წლის მაქსიმუმია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის III კვარტალში 489 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 33 პროცენტით ნაკლებია, ხოლო მიმდინარე წლის II კვარტალის წინასწარ მონაცემებს 38 პროცენტით აღემატება. 2015 წლის სამი კვარტალის განმავლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 1019 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით 17 პროცენტით ნაკლებია.

22.აპრილი.2019 10:00
41

ირაკლი ლექვინაძე: ჩვენ გვქონდა შეხვედრა ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებთან

ვრცლად
22.აპრილი.2019 09:04
99

კაკულია: რვა თვეში ვერც თურნავა შეძლებს რადიკალურად განსხვავებული ტემპის შემოთავაზებას

ვრცლად
21.აპრილი.2019 21:10
300

კოვზანაძე თიბისიზე: ბოლო 10-12 წელში ასეთი პოლიტიკური აჟიოტაჟი არცერთი ბანკის ირგვლივ არ ყოფილა

ვრცლად
21.აპრილი.2019 21:00
75

როგორი კვირა ჰქონდათ ქართულ კომპანიებს LSE-ზე

ვრცლად
21.აპრილი.2019 20:04
1003

არ არსებობს საქართველოში მსგავსი უვნებელი ჰიდროელექტრო სადგური - „ხადორი-3-ის“ ინვესტორი

ვრცლად
21.აპრილი.2019 19:36
121

გიორგი გახარია ყველა პოლიციელს და პანკისის ხეობის უხუცესებს მადლობა უხდის

ვრცლად