27.აგვისტო .2019 10:23

საქართველოში 5 მილიონი მობილურია - ბრენდების მიხედვით მობილურების რეიტინგი

views 5496
უკან

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სულ 5 მილიონი მობილური ტელეფონია. კომისიამ დათვალა ამ ტელეფონების განაწილება მწარმოებლების მიხედვით. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ბაზრის ყველაზე დიდი წილი კორეულ გიგანტ Samsung-ს უჭირავს. ქვეყანაში Samsung-ის სულ 1,736,455 მობილურია. ეს ბაზრის 33.7%-ს შეადგენს. ოპერაციული სისტემების მიხედვით, კი პირველ ადგილზე Android-ის პლატფორმაა, რომელზეც ბაზრის 3/4 მოდის. 

საქართველოში არსებული მობილური ტელეფონების განაწილება მწარმოებლის მიხედვით:

  1. Samsung -1,736,455 აპარატი, ბაზრის 33.7%;
  2. Nokia/Microsoft - 729,379 აპარატი, ბაზრის 14.2%;
  3. Apple - 665,475 აპარატი, ბაზრის 13%;
  4. Huawei - 502,646 აპარატი, ბაზრის 9.8%;
  5. Lenovo - 172,102 აპარატი, ბაზრის 3.3%;
  6. LG - 67,906 აპარატი, ბაზრის 1.32%;
  7. Sony/Ericsson - 67,201 აპარატი, ბაზრის 1.31%;
  8. TCT - 57,104 აპარატი, ბაზრის 1.11%;
  9. HTC - 43,356 აპარატი, ბაზრის 0.84%;
  10. ZTE - 23,500აპარატი, ბაზრის 0.46%
  11. სხვა - 1,076,353 აპარატი, ბაზრის 20.93%

2018 წლის განმავლობაში საქართველოში 1,220,283 ერთეული მობილური ტელეფონის იმპორტი განხორციელდა, მათი საერთო ღირებულება $142 მილიონს შეადგენდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა